თეგებით ძიება

ვინ არის და რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი?

ა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრად ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა.

აღ­ნიშ­ნულ პოსტზე ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე წა­რად­გი­ნა. წუ­ლა­ძე ამ დრომ­დე ამა­ვე უწყე­ბა­ში, მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძე 1984 წელს, ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და.2001 წელს და­ამ­თავ­რე თბი­ლი­სის #58-ე სა­ჯა­რო სკო­ლა და იმა­ვე წელს ჩა­ი­რი­ცხა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე, რო­მე­ლიც 2006 წელს და­ას­რუ­ლა.

ის გახ­ლდათ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს უვა­დო მო­სა­მარ­თლე, და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა. წუ­ლა­ძე პარ­ლა­მენ­ტმა უვა­დო მო­სა­მარ­თლედ 2019 წელს აირ­ჩია.

აკა­დე­მი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, სა­კა­მოდ შთამ­ბეჭ­და­ვია მისი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბაც:

2023/12 – 2024/08 – სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე;

2019-2023 – სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე;

2017-2019 – იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია “CLL Law Firm”-ის მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი;

2017-2019 – თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მე­დი­ა­ტო­რი;

2015-2017 – სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი;

2012-2015 – სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ანა­ლი­ტი­კუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი;

2011-2012 – სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ვე­ლი;

2010 – 2011 - თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სი;

2007-2009 – იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის იუ­რის­ტი;

2005-2006 – სტა­ჟი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ კო­მი­ტეტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში.

ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად ჰყავს მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე ჯა­ნა­შია.

ისიც პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, ფლობს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლომ­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის დიპ­ლომს სა­კორ­პო­რა­ციო სა­მარ­თლის (სა­გა­და­სა­ხა­დო სა­მარ­თლის კონ­ცენ­ტრა­ცი­ით) მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2019 წლი­დან ეკა­ტე­რი­ნეს გავ­ლი­ლი აქვს ედ­ვარდსის მე­დი­ა­ცი­ის აკა­დე­მი­ი­სა (EMA)და სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (GAM)ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მა.

ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­სულ­ტან­ტად კომ­პა­ნია Andersen Global-ში.

წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს - 2023 წელს და­ბა­დე­ნუ­ლი კონ­სტან­ტი­ნე.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

მის მიერ წელს, ივ­ნის­ში შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზეა: 2 ბინა თბი­ლის­ში, 2 ავ­ტო­ფა­რე­ხი, სარ­და­ფი, 2 მი­წის ნაკ­ვე­თი და არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი.

ხოლო მისი მე­უღ­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და მი­წის ნაკ­ვე­თი, ასე­ვე თბი­ლის­ში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ალექსანდრე წულაძე, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: "საქართველოს ბანკის“ სახელფასოზე - 7 278,57 ლარს, ანაბარზე - 28 119,89 აშშ დოლარს, ხოლო ნაღდი ფულის სახით - 52 000 აშშ დოლარს (როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ქონების რეალიზაციიდან მიღებული).

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ალექსანდრე წულაძეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე, 2023 წლის 29 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 2 დღეში, ხელფასის სახით მიღებული აქვს 694,89 ლარი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომისიის წევრობისთვის, 1 წელში - 3235,14 ლარი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის - 129 532,44 ლარი.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა