თეგებით ძიება
02. 10. 2024 მსოფლიო

იაპონიაში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აფეთქების გამო აეროპორტი დროებით დაიხურა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე მიაზაკის აეროპორტი საფრენ ბილიკზე ბომბის აფეთქების გამო დროებით დაკეტეს. 

არსებული ინფორმაციით, აეროპორტის საფრენ ბილიკთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აეროპორტი დროებით დაიკეტა და 90 დაგეგმილი ფრენა გაუქმდა. 

გამნაღმელმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ბომბი აეროპორტის საფრენ ბილიკთან, მიწაში იყო ჩამარხული. აეროპორტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ფრენები ხუთშაბათს განახლდება.

კიუშუს კუნძულზე მდებარე მიაზაკის აეროპორტი მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის სამხედრო საავიაციო ბაზა იყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა