თეგებით ძიება

"მარტივად რომ ავხსნათ საშუალოდ 15% ით ვღარიბდებით, დასაქმებულთა ხელფასი კი იგივე რჩება" - ოთო აბესაძე

ეკონომისტი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მაისიდან საქართველო საშუალოდ 15%-ით გაღარიბდება.

"მაისიდან საქართველოში გაძვირდება:

1️⃣ პური და ფუნთუშეული საშუალოდ 18% - ით.

2️⃣ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზეთი, მაკარონი და ა.შ) საშუალოდ 15% - ით.

3️⃣ კომუნალური სერვისები 12% - ით.

- ინფლაცია გაიზრდება და გადააჭარბებს 14.5% - ს
- ლარი ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდება საშუალოდ 15-20 პუნქტით.
- ამ ყოველივეს ფონზე დაქირავებით დასაქმებულთა შემოსავლები რჩება იგივე და კორელაცია ფასების ზრდასა და ინფლაციასთან შეწონილში იძლევა საშუალოდ 20%-ით შემცირებულ მსყიდველუნარიანობას.
- უფრო მარტივად რომ ავხსნათ საშუალო ჰარმონოული შეწონილის და პოპულაციის პრინციპით მაისის თვიდან საშუალოდ 15% ით ვღარიბდებით.
- სანამ მთავრობა არ გაატარებს რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც შემოიტანს ახალ ვალუტას ქვეყანაში და გახსნის ახალი ბაზრების შესაძლებლობას, იქამდე თვიდან თვემდე გავღარიბდებით.


1️⃣ მცირე მთავრობის კონცეფცია.
2️⃣ ბიუჯეტის ხარჯვითი და ადმინისტრაციული ნაწილის მინიმუმ 4 მილიარდით შემცირება.
3️⃣ მულტისავალუტო სისტემის ამუშავება.
4️⃣ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა.
5️⃣ ბლოკჩეინ “ქალაქების” და “სილიკონ ველის” შექმნა ყველა ქალაქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრინციპით.
6️⃣ ერთი გადასახადის პრინციპზე გადასვლა (სეილს ტაქსი ან ბრუნვის 5%)
7️⃣ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების სრული პრივატიზება.

✅ ეს ის მინიმუმია, რომელზე მუშაობის დაწყების შემთხვევაში 18 თვეში დაეტყობა ეკონომიკას", - წერს ეკონომისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა