თეგებით ძიება

"ამოიღო იარაღი, დაუმიზნა, ესროლა და შემთხვევით გამივარდაო" - კეშელავა წყნეთში მომხდარ მკვლელობაზე

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ამოიღო იარაღი, დაუმიზნა, არ იყო სროლის საჭიროება, ესროლა და შემთხვევით გამივარდაო:(
თუ არ იყო იარაღის დამიზნების და გამოყენების საჭიროება, რატომ დაუმიზნა საერთოდ?
ქუჩაში მოკლა 30 წლის ბიჭი დეტექტივმა რამდენიმე საათის წინ და ამათ უკვე გამოიძიეს და დაადგინეს, რომ შემთხვევით გაუვარდა:(
შესაძლოა ყოფილიყო ნარკოტიკის უკანონო შეძენაო, მივიდა დეტექტივი ადგილზეო და დაიწყო დაკავებაო ..
ძველი თბილისის მეოთხე სამმართველოს დეტექტივიო ..
არც ოპერატიული ჯგუფი, არც არავინ, ვინც დაკავების ოპერაციას უხელმძღვანელებდა - არ იყო?
ნარკოტიკის შესაძლო შენახვა - შეძენაო - ანუ, შეიძლებოდა ამ ბიჭს ჰქონოდა ნარკოტიკი, შეიძლებოდა, დადასტურებული არ იყო - გამოეძახა ჯგუფი და აეყვანა...
ახლაც კი ვერ ამბობენ, რომ ბიჭს ქონდა ნარკოტიკი!
ბიჭს არ ჰქონდა იარაღი, თორემ, ეს არ იქნებოდა ე.წ. გავარდნა, თავდაცვას დაარქმევდნენ!
ბიჭს არ უცდია გაქცევა, თორემ, იტყოდნენ, რომ წინააღმდეგობა გაუწია, გაიქცა, ან ა.შ.
არა, არც ერთი, გაუვარდა - ნიშნავს იმას, რომ არ იყო სროლის საჭიროება!
არ იყო სროლის საჭიროება კი ნიშნავს, რომ არ შეწინააღმდეგებია, არ ჰქონდა იარაღი, იდგა და მოკლეს!
გაუვარდა რას ნიშნავს, ჯიბიდან გაუვარდა? დამცავი მოუხსნა ვინმემ?
კი არ გაუვარდა, ამოიღო, დაუმიზნა, ესროლა და მოკლა!
ადამიანების დახვრეტა ქუჩაში ახლა უკვე ნარკოტიკის შესაძლო ქონით "პრავდება"?
აქამდე მიხვედით/მივედით?", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა