თეგებით ძიება

"ივანე ჯავახიშვილის უნივერსტეტი იმედებს მიცრუებს" - რატომ აკრიტიკებს თსუ-ს ლამარა აბჟანდაძე

ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე ივანე ჯავახიშვილის უნივერსტეტს აკრიტიკებს და წერს, რომ იმედებს მიცრუებს, რადგან უნივერსიტეტი სტუდენტების ეკონომიკურ პრობლემებს არ ითვალისწინებს:

"ამ პოსტს ვწერ ძალიან იმედგაცრუებული, პირველ რიგშო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ის რექტორატის საყურადღებოდ.

სად არის ჩემი უნივერსიტეტი , ივანე ჯავახიშვილის სახელობისა, რომელიც მე დავამთავრე და რომელმაც მომცა ყველაფერი, რაც ნორმალურ ადამიანს სჭირდება.

დღეს ივანე ჯავახიშვილის უნივერსტეტი იმედებს მიცრუებს. რატომ? იმიტომ, რომ მას აღარ აქვს ის ღირებულებები, რაც ნიკო კეცხოველის რექტორობისას ჰქონდა.

აი, თუნდაც ახლა , როცა შევიტყვე, რომ სემესტრის ბოლო ორი თვისთვის რექტორატი აპირებს სტუდენტები ონლაინ რეჟიმიდან სააუდიტორიო ლექციებზედააბრუნონ.

რა თქმა უნდა, აუდიოტორიებში ლექციებს უამრავი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ უნივერსტეტი განათლებასთან ერთად მხარს უნდა უჭერდეს სტუდენტის კეთილდღეობასაც. მაგრამ რა ხდება ახლა?

მაშინ, როცა ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მასიური შემოსვლის გამო ბინების ფასი ლამის ორმაგადაა გაძვირებული, სტუდენტებს ვთხოვთ 2 თვის გამო გაძვირებული ბინები იქირაონ? ასე ხომ მათ და მათ მშობლებს ვწივართ უდიდესი ფინანსური ზარალისთვის და ხშირად მონური შრომისათვის.
უკეთესი ხომ არ იქნებოდა ეს წამოწყება სექტემბრიდან შესულიყო ძალაში, ასე ხომ ზაფხულში მაინც არ მოუწევდათ სტუდენტებს ბინის ქირაში ფულის ტყუილად ხარჯვა.

გამიხარდება თუ ამ გადაწყვეტილებას შეცვლის უნივერსტეტი და დაფიქრდება, რომ ზოგჯერ სტუდენტის კეთილდღეობაზეც უნდა იზრუნო, ცალკე სიმკაცრე და აკადემიური მიდგომა არაფერია თუკი სტუდენტების ცხოვრება და სოციალური კონტექსტი არ გავითვალისწინეთ", - წერს აბჟანდაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა