თეგებით ძიება

"რუსები მღერიან რესტორნებში და ატეხილია პანიკა. ქართველები, რომ ცალ ფეხზე ხტუნავენ რესტორნებში, ეს არ არის სირცხვილი?" - ნათია ჩხეტიანი

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი ქართულ ბარებსა და რესტორნებში რუსული მუსიკის დაკვრის საკითხზე გატეხილ აჟიოტაჟს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რუსები მღერიან რესტორნებში და ატეხილია პანიკა. ქართველები, რომ ცალ ფეხზე ხტუნავენ რესტორნებში და ცალი ხელით შემოძარცვულ შესამოსელს ატრიალებენ, ეს არ არის სირცხვილი?

რა დროს ცეკვა-თამაშია, ამას გული ხომ უნდა, ხალისი ხომ უნდა…
იცეკვებენ, შემოიხევენ ტანზე, იხტუნებენ, მერე მივლიან სახლებში და დაიწყებენ ლანძღვას იმ ქართველებისა, ვინც ომს გმობს. დალანძღავენ უშვერი სიტყვებით კომენტარებში ხალხს და ვალმოხდილნი ერის, ქვეყნის წინაშე მიასვენებენ პატრიოტიზმით გადამწვარ სხეულს და გონებას", - წერს ჩხეტიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა