თეგებით ძიება

"ეჰ, გიო, შენს შვილებს ახლა სჭირდებოდი" - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ემიგრანტი, ნათია სალაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ის წერს, რომ ათენში გიორგი კიკვიძე გარდაიცვალა.

"ვაიმე, ეს რა ცუდი დღე გათენდა და რა ცუდი ამბავი გავიგე, გიო, არადა კვირას გნახე, ყველაზე უწყინარო და უპატიოსნესო ადამიანო, ყველაზე კეთილო. არ ვიცი, რა ვთქვა, მეგობარო. ვუსამძიმრებ შენს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს საოცრად კარგი კეთილი ადამიანი დააკლდები სამშობლოს და ათენის ემიგრაციას, ძამია, შენი სახით. ეჰ, გიო, შენს შვილებს ახლა სჭირდებოდი.

როგორ გიღალატა მაგ კეთილმა და ყველასათვის უბოროტო გულმა, ყველას ერთგულობდა, ყველა უცნობ-ნაცნობს, მეგობარს, მხოლოდ შენ ვერ გიერთგულა”, – წერს ნათია სალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა