თეგებით ძიება

"ეს 6 წლის მაქსიმია, 7 ტყვიით მოკლული... აი, ეს ფოტო უნდა ააფარო სახეზე ყველა იმ ქართველს, ვინც დღეს რუსებს იცავს..." - ზურა პირველი

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ზურა პირველი სტატუსს აქვეყნებს:

"აი, ეს ფოტო უნდა ააფარო სახეზე ყველა იმ ქართველს, ვინც დღეს რუსებს იცავს, ან რუსი ტურისტებით გამდიდრებას ცდილობს - ეს 6 წლის მაქსიმია, 7 ტყვიით მოკლული... შემთხვევით არ მოუკლავთ, ხედავდნენ, ვის ესროდნენ... ასე ესვენა საავადმყოფოს დერეფანში რამდენიმე საათი კარდონგადაფარებული... დედამისს და მის დას ოპერაციას უკეთებდნენ... და მერე ოჯახის წევრების გარეშე დაასაფლავეს... 6 წლისაა, 6 წლის... თუ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს 6 წლის ბავშვისათვის სროლა, ქუჩაში შეხედეთ ბავშვებს, გაიხსენეთ, როგორია 6 წლის ბავშვი!

ვისაც ამ მოვლენების ფონზე ჰყოფნის სინდისი და რუსებს ეგლისება და კომფორტს უქმნის, ცხოვრებაში არაფერი კარგის ღირსი არ არის!", - წერს პირველი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა