თეგებით ძიება
20. 04. 2022 მსოფლიო

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 2072 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - გაერო

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამავე მონაცემების თანახმად, დაღუპული 2 072 მშვიდობიანი მოქალაქიდან 169 ბავშვია. ამასთან, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 818 პირი დაშავდა, დაშავებულებს შორის 272 ბავშვია.

გაერო იუწყება, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალება გამოწვეული იყო სარაკეტო დარტყმებით, მათ შორის მძიმე არტილერიიდანაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა