თეგებით ძიება

"მისმა განწირულმა ხმამ მთელი ქუჩა შეძრა" - ავტოსაგზაო შემთხვევა დადიანის გამზირზე მოხდა

ნაძალადევის რაიონში, დადიანის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.

როგორც თვითმხილველმა "პრაიმტაიმს" უამბო, ახალგაზრდა გოგო, რომელიც მოტოციკლს მართავდა, შეჯახებისას ყვიროდა და შველას ითხოვდა.

"საშინლად კიოდა ახალგაზრდა გოგო, მისმა განწირულმა ხმამ მთელი ქუჩა შეძრა. ის მოტოციკლს მართავდა. მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც ტაქსის ნიშანი ჰქონდა დამაგრებული.

გოგონას სისხლი კიდურებიდან და თავის არედან მოსდიოდა. ადგილზე მალევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მოვიდნენ." - ამბობს თვითმხილველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა