თეგებით ძიება

"ყველა პატიმარი არის ადამიანი და სახელმწიფოს არ აქვს უფლება მისი დამცირების, წამების და მოკვლის" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"საქართველო შუა საუკუნეობრივი შეხედულებით ცხოვრობს!
დღეს ევროპული სახელმწიფო არის პასუხისმგებელი პატიმარზე 100%-ით და საქართვრლოში ეს როგორ არის?
ყველა პატიმარი არის ადამიანი და სახელმწიფოს არ აქვს უფლება მისი დამცირების, მითუმეტეს წამების და მოკვლის!
დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნას უნდა ვცეთ პატივი!დამოუკიდებელი ორგანოს უნდა ვცეთ პატივი!
პენიტენციური სისტემა უნდა იყოს რეალურად მიუკერძოებელი და ყველას ერთ საზომს უყენებდეს!
ამჯამად ნათელია ხელისუფლება, თუ რატომ ვერ შეავსო ევროკავშირის კითხვარი!
ამჯამად სისტემა არის ველური, არღვევს ყველა კონვენციურ ვალდებულებებს და ახალ ვალდებულებებზე საუბარი საერთოდ ზედმეტია!
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze

შეგახსენებთ, რომ დღეს სააკაშვილთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა გახდა ცნობილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა