ანორექსია, კუნთების განლევა და ცილოვანი შიმშილი - სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა ცნობილია
სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა ცნობილია, მათი თქმით მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება - ანორექსია, კუნთების განლევა და ცილოვანი შიმშილი.
"უფრო სუსტად გამოიყურება, გარკვეული დარღვევებია, ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს, ის ცილები, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან იწვევს ორგანოების დაშლისა და კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება. ამ მდგომარეობსი მიზეზი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტ-ტრავმული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა ანორექსია, მადის დაქვეითება. ამჟამად იღებს თავის რეგულარულად მოხმარებადი კალორიების ერთ მესამედამდე, 600-800 კალორიას დღეში, რომელშიც ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთის მასა მკვეთრად შემციურებულია, ასევე არის წნევის ვარდნა წამოდგომისას, შესაძლებელია და მოსალოდნელია გონების დაკარგვაც. მდგომარეობა გაუარესებულია. ციხეში უტარდება მედიკამენტური მკურნალობა,.სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ ეს გარემო საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკურიბ რებაილიტაცია, მათ შორის, ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის და ის უარს ამბობს ცილოვანი საკვების მიღებაზე, რაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი", - ამბობს კონსიულიუმის წევრი ექიმი თენგიზ წულაძე.