თეგებით ძიება

პატრიარქი, კალაძე, ზურაბიშვილი, ღარიბაშვილი - IRI-ის კვლევით გამოიკვეთა, ვინ მოსწონს რესპონდენტებს ყველაზე მეტად

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე მაღალი მოწონება პატრიარქ ილია II-ს აქვს - 92%. არ მოსწონს 4%-ს.

მას თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე მოსდევს - 53%; კალაძე არ მოსწონს გამოკითხულთა 43%-ს.

სალომე ზურაბიშვილია - ის 52%-ს მოსწონს, 42%-ს - არ მოსწონს.

ირაკლი ღარიბაშვილი - ის 47%-ს მოსწონს, 48%-ს არ მოსწონს.

ნინო ლომჯარია - 46%-ს მოსწონს, 40%-ს არ მოსწონს.

ანა დოლიძე - 44%-ს მოსწონს, 35%-ს - არ მოსწონს.

გიორგი გახარია - 40%-ს მოსწონს, 55%-ს არ მოსწონს.

დავით უსუფაშვილი - მოსწონს 39%-ს, არ მოსწონს - 48%.

ელენე ხოშტარია - მოსწონს 39%-ს, არ მოსწონს - 52%.

ირაკლი კობახიძე - მოსწონს 38%-ს, არ მოსწონს - 56%;

გიორგი ვაშაძე - მოსწონს 37%-ს, არ მოსწონს - 56%.

თეა წულუკიანი - მოსწონს 37%-ს, არ მოსწონს - 57%.

ნიკა მელია - მოსწონს 37%-ს, არ მოსწონს - 58%-ს.

გიგა ბოკერია - მოსწონს 18%-ს, არ მოსწონს - 76%.



გამოკითხვა ორგანიზაციამ 4-24 მარტს პირისპირ ინტერვიუების მეთოდით, რესპონდენტების სახლებში ჩაატარა. გამოიკითხა საქართველოს 1 486, 18 წლის ან უფროსი ასაკის მოქალაქე. კვლევა საქართველოს სრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია ასაკის, სქესის, რეგიონის და განსახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა