თეგებით ძიება

კვირას რომ არჩევნები იყოს "ოცნებას" გამოკითხულთა 31% დაუჭერდა მხარს, "ნაცმოძრაობას" - 16% - IRI

კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)საზოგადოებრივი აზრის კვლევის პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 31%;
ენმ - 16%;
გახარია საქართველოსთვის - 4%;
დროა - ელენე ხოშტარია - 2%;
სტრატეგია აღმაშენებელი - 2%;
ლეიბორისტული პარტია - 2%;
ხალხისთვის - 2%;
ლელო - 2%;
პატრიოტთა ალიანსი - 1%;
ალტ-ინფო - 1%;
გირჩი - მეტი თავისუფლება - 1%;
მოქალაქეები - 1%;
სხვა პარტიები - 2%;
არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს - 4%;
არც ერთი - 11%;
არ ვიცი - 12%;
უარი პასუხზე - 7%.
გამოკითხვა ორგანიზაციამ 4-24 მარტს პირისპირ ინტერვიუების მეთოდით, რესპონდენტების სახლებში ჩაატარა. გამოიკითხა საქართველოს 1 486, 18 წლის ან უფროსი ასაკის მოქალაქე. კვლევა საქართველოს სრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია ასაკის, სქესის, რეგიონის და განსახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა