თეგებით ძიება

"უკრაინაში ომი, შეხვედრებით არ დასრულდება" - გაეროს გენერალურმა მდივანი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეში CNN-თან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტს მის დასრულებას.

"ომი არ დასრულდება შეხვედრებით. ომი დასრულდება, როდესაც რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს მის დასრულებას და როდესაც მხარეებს ექნებათ სერიოზული პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია, უამრავი შეხვედრა ჩავატაროთ, მაგრამ ეს ომს ვერ დაასრულებს“, - განაცხადა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, 26 აპრილს გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის შედეგად, პუტინი დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომ მარიუპოლში დარჩენილ მოსახლეობას ევაკუაციაში დაეხმარონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა