თეგებით ძიება

ეს ან ქართული მხრიდან უნდა მომხდარიყო, ან რუსული - რა ჩანაწერზე საუბრობს კობახიძე?

საიდან გახდა ცნობილი ეს ჩანაწერი კონკრეტული ტელევიზიისთვის - ეს არის საინტერესო. ეს ან ქართული მხრიდან უნდა მომხდარიყო, ან რუსული მხრიდან, ან აკერმანს უნდა ჩამოეტანა ბაკურიანში. პირველი გამორიცხულია, მეორე და მესამე კი ამ ტელევიზიას სერიოზულ უხერხულობას შეუქმნის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ YouTube-ზე გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ, სხვანაირად მოიკითხოთ ეს ინფორმაცია. წყაროც ცნობილია თქვენთვის და შეგიძლიათ, მასაც ჰკითხოთ - საიდან გახდა ცნობილი ეს ჩანაწერი კონკრეტული ტელევიზიისთვის - ეს არის საინტერესო. ეს ან ქართული მხრიდან უნდა მომხდარიყო, ან რუსული მხრიდან, ან აკერმანს უნდა ჩამოეტანა ბაკურიანში. პირველი გამორიცხულია, მეორე და მესამე კი ამ ტელევიზიას სერიოზულ უხერხულობას შეუქმნის. ეს სამი ტელევიზია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთს უვიზო რეჟიმი დაუწესა. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ეს ნათლია. პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის მხრივ ჩვენ ვაკეთებთ უკრაინისთვის 100 პროცენტს, სანქციებთან დაკავშირებით კი საზოგადოებამ ძალიან მკაფიო განმარტებები მოისმინა. შესაბამისად, თუ საქმე ეხება სანქციებს, ამაზე პოზიცია ნათელია. თუ საქმე ეხება სანქციების ავლას, ამაზეც საქართველოს პოზიცია ნათელია. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სანქციები დაწესებული არ აქვს , სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში შეიძლება შედგეს ნებისმიერი ურთიერთობა“, - აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, საუაბარია აუდიოჩანაწერზე, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის, ევტუშენკოვის დიალოგს ასახავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა