თეგებით ძიება

სააკაშვილის ჯანმრთელობას მოიგონებენ, შიმშილობას თუ სხვა რამეს, ეს კინო უკვე ნანახია - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუასს თქმით, "როგორც იკვეთება, სააკაშვილი საქართველოში იმისთვის იყო ჩამოსული, რომ დესტაბილიზაცია, ქაოსი და არეულობა მოეწყო".

"მართლა გიჟი ხომ არ არის, რომ ჩამოვიდა, თავიდან მქონდა ეს განცდა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ მას გარკვეული მისია ჰქონდა, რაც ვერ შედგა და ამიტომ არიან შეშფოთებულები. საზოგადოებამ იხილა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დადგმული მთელი რიგი სპექტაკლები და შიმშილობის კასკადები თავის აქტივში, გუნდში თუ სექტაში, რომლის ერთადერთი ამოცანა იყო რაღაც ჯგუფებს შესცოდებოდათ და შემდეგ ხელისუფლების მიმართ მომართვა იქნებოდა, რომ გამოგვეშვა.

სააკაშვილის ციხეში ყოფნა სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მას მისჯილი აქვს საერთაშორისო კანონმდებლობითაც, ადგილობრივი სასამართლოთიც, გარდა ამისა, რისკი არსებობს იმის, რომ საქართველო ჩართული არ იყოს ომში, რომლის პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა აქვთ. რამდენიმე დღის წინ, კიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში რომ იყოს, ომი დაწყებული იქნებოდა, მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა და სამწუხაროდ, არ არის სააკაშვილი, თორემ სხვა მოცემულობა გვექნებოდაო.

საქართველოს ომში ჩართვა არ სჭირდება, მოსახლეობის უმრავლესობა, მათ შორის, გამოკითხვებით, ომის წინააღმდეგია, ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება. სააკაშვილის ჯანმრთელობას მოიგონებენ, შიმშილობას თუ სხვა რამეს, ეს კინო უკვე ნანახია და ამაზე ბევრ კომენტარსაც აღარ გავაკეთებ", - განაცხადა ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა