თეგებით ძიება
28. 04. 2022 მსოფლიო

პენსიონერი ქალი, რომელიც ტრანსპორტის სალონში გამოკრული Z ასოს მოხსნას ითხოვდა, პოლიციამ დააკავა

რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში, ავტობუსის მძღოლმა, პენსიონერი ნატალია ფილონოვა ადგილობრივ პოლიციას მხოლოდ იმიტომ გადასცა, რომ ეს უკანასკნელი ტრანსპორტის სალონში გამოკრული Z ასოს მოხსნა მოითხოვა.

ფილონოვას განყოფილებაში გადაყვანის წინ მძღოლმა სხვა მგზავრები გაჩერებაზე ჩამოსვა და ავტობუსი პოლიციის შენობისკენ მიმართა. ადგილზე მძღოლმა ჩვენება მისცა, რის საფუძველზეც სამართალდამცავებმა პენსიონერს ხულიგნობა დააბრალეს. ფილონოვა განყოფილებაში ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ვფიქრობ ხულიგნობა მხოლოდ დროებითი მუხლია. დარწმუნებული ვარ მას ჯარის დისკრედიტაციის მუხლით გაასამართლებენ. ოქმში წერია, თითქოს ფილონოვა ომს უჭერდა მხარს, მძღოლსა და მგზავრებს კი შეურაცხყოფა მიაყენა”, – ამბობს პენსიონერის ადვოკატი ნადეჟდა ნიზოვკინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა