თეგებით ძიება

"ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს" - ნინო ლომჯარია კობახიძის განცხადებას პასუხობს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც ლომჯარია "ნაციონალურ მოძრაობასთან " ერთად საქართველოში ომის დაწყებას გეგმავდა.

"დღეს კობახიძისგან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები იყო გაკეთებული და ცოტა რთულია ეს გამოვიყენოთ საპირწონედ სამედიცინო არგუმენტაციებისა და დასკვნისა, რაც ჩვენ გუშინ გამოვაქვეყნეთ.

ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს, არცერთი კვალიფიციური, კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას, ჩვენ არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. შეიძლება ეს პოლიტიკურად, არ ვიცი რამდენად თავის ტკივილია, მაგრამ სამართლებრივად ნამდვილად იქნება საერთაშორისო სასამართლოებში", - ამბობს ნინო ლომჯარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა