თეგებით ძიება

"არავინ არის ომის მომხრე საქართველოში, მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან "ომის პარტიის" არსებობაზე საუბარი მიუღებელია.

"მე მგონია, რომ არ შეიძლება რომ იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე საქართველოში, ჩემთვის ეს არ არსებობს, არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი.

ასევე, არ შეიძლება მეორე მხრივ, რომ ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში, სანქციების გვერდის ავლით, მიდის რაღაცა ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზედაც არ ყოფილა აქ ეჭვი და მე მგონი, არავის როლი არ არის რომ შევქმნათ ჩვენ გარეთ ეჭვი ჩვენი ქვეყნის მიმართ რამეთუ, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ ყოფილა კონგრესმენებთან გამართული შეხვედრების თემა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა