თეგებით ძიება
29. 04. 2022 მსოფლიო

"ჩვენ არ ვნებდებით, საჭიროა ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები" - გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტიონი გუტიერეშმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაგრძობს.

"ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას. ასევე გავაგრძელებთ პრაქტიკულ ზომებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად. ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები, საომარი მოქმედებების ლოკალური შეწყვეტა, მშვიდობიანი მოსახლეობის და დაზარალებულებისთვის უსაფრთხო მარშრუტები. დღეს მარიუპოლის მოსახლეობას სწორედ ასეთი ნაბიჯი სჭირდება. მათ სამაშველო გზა სჭირდებათ ჯოჯოხეთის დასატოვებლად", - განაცხადა გუტიერეშმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა