თეგებით ძიება

"ივანიშვილს კატეგორიულად აკრძალული აქვს პუტინის პერსონალურად ხსენება" - ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ეშინია, ამიტომაც არ უშვებს მას სამკურნალოდ.

"სააკაშვილის საკითხზე ივანიშვილი ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ჩემთვის ცხადია, რომ მიზეზი არის პუტინი. იმდენად ეშინია. სიტყვა ,,რუსეთი" ვერ ჩაწერეს რეზოლუციაში. პუტინს ვერ ახსენებენ. არც კი ამბობენ ამ გვარს. ივანიშვილს კატეგორიულად აკრძალული აქვს პუტინის პერსონალურად ხსენება.
ახლა წარმოიდგინეთ - ივანიშვილი ადგეს და სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვას. რა რეაქცია ექნება ამაზე პუტინს ? ესაა აქ მთელი ამბავი - ივანიშვილის შიში პუტინის მიმართ.

გზა, რომლითაც სააკაშვილი დიაგნოზს მიჰყავს, არის ფიზიკური დაღუპვის გზა. რას მოუტანს ეს ქვეყანას, წარმოდგენაც არ მინდა. ვის წისქვილზეც დაასხამს წყალს მოვლენების მსგავსი განვითარება, ესეც არ არის ძნელი გამოსაცნობი.
მოკლედ, სააკაშვილი არის პუტინის ტყვე და ზის ციხეში.

ივანიშვილიც პუტინის ტყვეა, ოღონდ სხვანაირი ტყვე და ზის სახლში", - წერს სანაია.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკშვილს ანორექსია დაუდგინდა. მისი თანამებრძოლები და ოჯახის წევრები ექსპრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა