ყველაფერი, რაც კორპუსის უსაფრთხოების შესახებ უნდა იცოდეთ!
საქართველოს კანონმდებლობა (საქართველოს მთავრობის დადგენილება N255, 2019) მკაცრად არეგულირებს სამშენებლო ნორმებს და ადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რომლის გათვალისწინებაც ყველასთვის სავალდებულოა. მუნიციპალური სამსახური მონიტორინგს უწევს მშენებლობის პროცესს, თუმცა ფინალურ ეტაპზე დღის წესრიგში დგება - შენობის ექსპლუტაციაში მიღება. ექსპლუტაციაში შენობის მიღება მერიის პრეროგატივაა. ამისთვის კორპუსი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას. 2024 წლის პირველ კვარტალში 275 საცხოვრებელი კორპუსი მიიღეს ექსპლუატაციაში. შენობები ჯგუფდება სხვადასხვა კლასებად, რომელთათვის განსხვავებულია ექსპლუტაციის პირობები. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოში მშენებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ა) სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპების დასრულების შესახებ ამ წესის შესაბამისად შედგენილი საეტაპო ოქმები;
- ბ) შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ანაზომი, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის
- გ) შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოების წარმოდგენა;
- დ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის დატანით;
- ე) შენობა-ნაგებობაში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების (მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხანძრისგან დაცვის სისტემების) ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ.
გასათვალისწინებელია, რომ შენობისგან დამოუკიდებლად ხდება ლიფტის ექსპლუტაციაში მიღება. 2017 წლიდან ძალაში შევიდა 41-ე დადგენილება, რომელმაც ქაოტური მშენებლობები მოაწესრიგა და კიდევ გაამკაცრა წესები. თანამედროვე შენობაში უნდა არსებობდეს:
- დამატებითი საავარიო გასასვლელი. ეს თავიდან აგვაცილებს ხანძრის დროს სართულის გადატვირთვას და დესტრუქციას. სახანძრო უსაფრთხოების სისტემა უზრუნველყოფს ხანძრის სწრაფად გავრცელების შეკავებას (ხანძრის კერების დალუქვა და იზოლაცია სხვა სექციებისგან). ნაგებობათა ჯგუფის მიხედვით ეს წესები განსხვავდება.
- საფრთხე სწრაფად უნდა ეცნოს ადამიანებს ხმოვანი განგაშის შეტყობინების დანადგარით. ჭერში ჩაყენებული უნდა იყოს ფარსაკეტი, რაც ხელს უწყობს ცეცხლმედეგობას. ეს მექანიზმი, ჰაერის შემშვები/გამშვები ღიობების საშუალებით ავტომატურად ზღუდავს გამოსხივებული სითბოს გადაცემას;
- პროექტში დაგეგმარებული უნდა იყოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისთვის საჭირო გზა, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი;
- გზის თავისუფალი სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 6 მეტრისა;
- შენობებს შიგნით უნდა იყოს ცეცხლმაქრი საშუალება, მათ შორის ხანძრის ქაფით ჩამქრობი სისტემა. ეს სპეციალური სისტემა, დასაცავ ზონაში მექანიკურად ან ქიმიურად უშვებს კონცენტრანტებისგან მიღებულ ქაფს;
- შენობა უნდა იყოს სეისმომედეგი, რაც ნიშნავს, რომ უნდა უძლებდეს 8 ბალამდე სიმძლავრის მიწისძვრას, რადგან სეისმური საშიშროების რუკის მიხედვით თბილისი 7-8 ბალიან მიწისძვრათა რისკის ზონაშია.
სტატიის სპონსორია - სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი"