შეიძინე ბინა თბილისში კვ.მ - 905$-ად, შეთავაზება, რომელიც აღარ განმეორდება - მხოლოდ 31 დეკემბრამდე
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ყოველდღიურად იმატებს, განსაკუთრებით დიდ უბნებში, სადაც მოთხოვნა უკვე მკვეთრად აღემატება მიწოდებას. ასეთ გარემოში კვ.მ 905 დოლარად ბინის შეძენა არა უბრალოდ იშვიათობაა - ეს არის შანსი, რომელიც რეალურად აღარ განმეორდება.
"ალფა სახლი“ ისევ აკეთებს იმას, რის გამოც ბაზარზე გამორჩეულია - სთავაზობს მომხმარებელს ისეთ ფასს და პირობებს, რომლებიც ბაზარზე აღარ გვხვდება.
დიდი დიღომი - უბანი, რომლის ფასიც ყოველდღიურად მატულობს და მოთხოვნა მუდმივად იზრდება
დიდი დიღომი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უბანი გახდა.
აქ ბინას ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც სურთ:
- ცენტრალურ უბნებთან ახლო წვდომა;
- ახალი, განვითარებული ინფრასტრუქტურა;
- მშვიდი და გამწვანებული საცხოვრებელი გარემო.
ზუსტად ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, "ალფა სახლმა“ შექმნა პროექტი, რომელიც არა უბრალოდ კომპლექსია, არამედ "ახალი უბანია" - სრულიად ახალი ცხოვრება დიდ დიღომში.
"სხვა უბანი“ არის 16 ჰექტარზე გაშენებული მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული სივრცე - თბილისის ყველაზე ამბიციური პროექტებიდან ერთ-ერთი.
პროექტი მოიცავს:
- 14 კორპუსს;
- 22 საცხოვრებელ ბლოკს;
- 2 საბავშვო ბაღს;
- სკოლას;
- 50 000 კვ.მ კომერციულ და საოფისე ფართებს;
- 3500+ ავტოფარეხს;
- 60 000 კვ.მ სარეკრეაციო ზონებს;
- 4 თანამედროვე სტადიონს;
- იზოლირებულ, გარემონტებულ ლობებს;
- სკვერებს და მშვიდ დამსვენებელ სივრცეებს;
- სპეციალურ ზონას შინაური ცხოველებისთვის.
ეს ნიშნავს, რომ პროექტი ქმნის რეალურ "უბანს უბანში“ - საკუთარ ინფრასტრუქტურით, სრულყოფილი საზოგადოებრივი სივრცეებით და ისეთი საცხოვრებელი კომფორტით, რომელიც უკვე თბილისის ახალ სტანდარტად იქცევა.
რატომ არის კვ.მ 905 დოლარი ამ პროექტში ისტორიული შესაძლებლობა?
დიდ დიღომში ბინას 1150$-ზე ნაკლებ ფასად ვეღარ შეხვდებით, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ახალ წელს გეძლევათ ალფა სახლისგან.
ალფა სახლში ბინები "სხვა კარკასის" კონდიციით ბარდება, რაც გულისხმობს, რომ თქვენ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი გრჩებათ გასაკეთებელი. ამ კონდიციამდე მიყვანილი ბინების რეალური საბაზრო ფასი 1100–1200 დოლარს აღწევს.
"ალფა სახლი“ 905$-ად გთავაზობთ ბინებს, არა მხოლოდ ერთიანი გადახდით, არამედ შიდა განვადებით.
ამავე უბნებში 70 კვ.მ თეთრი კარკასი ხშირად იგივე ღირებულებას აღწევს, რასაც დღეს მომხმარებელი იხდის "სხვა უბანში“ 95 კვ.მ ფართობზე.
ანუ:
25 კვ.მ პირდაპირ საჩუქრად;
და არა თეთრი კარკასი, არამედ რემონტამდე მიყვანილი მდგომარეობა, რაც ათასობით ლარის და დროის ეკონომიას ნიშნავს.
თვეში 550 ლარი - ქირაზე დაბალი გადასახადი
მყიდველების უმეტესობისთვის მთავარი დაბრკოლება ხშირად, მაღალი თვიური გადასახადია. ამ შეთავაზებაში კი პირიქით - პირობები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია. ვინც დღეს ქირაში ორჯერ მეტ თანხას იხდის, შეუძლია ნაკლები თანხით უკვე საკუთარი ბინა იყიდოს. ეს ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ბინის შეძენამდე კიდევ დიდი დრო დასჭირდებოდა.
გონივრული და დაბალი თვიური გადასახადი აქციას პრაქტიკულ, რეალურად ხელმისაწვდომ და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგებულ შეთავაზებად აქცევს.
905$ არასდროს დაბრუნდება - ისტორია ამას ამტკიცებს
ალფა სახლის პროექტებში ყველა ეტაპზე ფასი მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. არც ერთი არ დაბრუნებულა უკან, სწორედ ამიტომ, 905$ არის ფასი, რომელიც 31 დეკემბრის შემდეგ უბრალოდ ისტორიად დარჩება.
გაითვალისწინეთ, შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ 31 დეკემბრამდე
2026 წლიდან კვ/მ 905$ აღარ იქნება შესაძლებელი.
ვინც გადაწყვეტილებას ამ თარიღამდე ვერ მიიღებს, უბრალოდ დაკარგავს ამ ფასს - ეს უკვე არა პროგნოზი, არამედ ბაზრის დინამიკის რეალური სურათია. რადგან ალფა სახლი "კიკვიძის ბაღთან" პროექტში კვადრატული მეტრის ღირებულება მშენებლობის დასაწყისში 450$ იყო, ახლა გარემონტებული ბინა ავეჯის გარეშე ამავე პროექტში 1700$ ღირს.
ალფა სახლი "დიდი დიღმის" პროექტში გაყიდვები 695$-დან დავიწყეთ, ახლა კი ფასი 1050$-ია.
ეს შეთავაზება არის უნიკალური შანსი მათთვის, ვინც ბინას ყიდულობს საინვესტიციოდ