თეგებით ძიება

“არ მეგონა, ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა” - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.

"დღეს, ჩემს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ჩასაფრებული ადამიანებისთვის სპეკულაციების სივრცე დატოვა. ამიტომ უნდა განვმარტო.

ეტლში, ადამიანი შეიძლება მოხვდეს ბევრი მიზეზით. ვიღაცისთვის ავარიის გამო დგება დღის წესრიგში ეტლის აუცილებლობა და ვიღაცისთვის თანდაყოლილი ტრავმა. დედაჩემის შემთხვევაში სიმსივნე იყო მიზეზი, რის გამოც, სიცოცხლის ბოლო დღეები სრულად ეტლში გაატარა.

ძალიან ხშირად, ეტლში მყოფი ადამიანები, ახერხებენ არა თუ საკუთარ სივრცეში წარმატების მიღწევას, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვებების მოტანას. მათი ცხოვრება სრულფასოვანია და ძალიან შორსაა იმისგან, რაც დღეს მიშას კონტექსტში ვთქვი.

დღევანდელი ჩემი განცხადება ნიშნავდა იმას კი არა, რომ ეტლში მყოფი ადამიანები არიან მცენარები, არამედ იმას, რომ მიშა იქნება მცენარე, იმიტომ რომ მისი დიაგნოზი იძლევა ამის საშიშროებას.

არ მეგონა ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ მესმის რომ მიშას თემა დამატებითი მოტივაციაა განცხადებები არასწორად აღიქვათ.

რაც შეეხება ეტლში მყოფ ადამიანებს, გიგზავნით სიყვარულს და სითბოს და გიხდით ბოდიშს თუ ოდნავ მაინც ემოციებზე მოგხვდათ ჩემი განცხადება.

არ ჩამოვთვლი პროექტებს რომელიც ამ ფორმატში გამიკეთებია და გავაკეთებ მომავალში", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანიას შეფასებით, მსჯავრდებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თუ დაჭირდება ეტლი, ის იქნება მცენარე და მისი ცხოვრება აზრს დაკარგავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა