თეგებით ძიება
03. 05. 2022 მსოფლიო

"საშინელება იყო, დამისივდა ფეხები, მთელი სხეული მტკიოდა" - რას ამბობს გოგო რომელმაც მარიუპოლის ჯოჯოხეთს თავი დააღწია?

ახალგაზრდა გოგო, რომელმაც მარიუპოლის ჯოჯოხეთს თავი დააღწია იქ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას საუბრობს.

"ფილტრაციის ბანაკები რაიმე დასახლება არაა, ეს არის მანქანების კოლონები, სადაც მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით, იმას, რასაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აკეთებენ, ჩვენ მანქანებში ვაკეთებდით, საშინელება იყო, დამისივდა ფეხები, მთელი სხეული მტკიოდა. ორი დღე-ღამე გავატარეთ ასე მანქანაში, როცა მამასთან ერთად მივდიოდი ფილტრაციაზე ვფიქრობდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა, ან როგორ შემეძლო უკრაინაზე უარი მეთქვა.

არასდროს დამავიწყდება ორი რუსი ჯარისკაცის საუბარი, ერთმა კითხა რას უკეთებდა მათ ვინც ფილტრაციას ვერ გაივლიდა, მეორემ უთხრა, რომ 10-ს ესროლა დანარჩენები კი აღარ დაუთვლია. მამას ეკითხებოდნენ არა მხოლოდ უკრაინაზე და უკრაინის ხელისუფლებაზე, არამედ მის სამომავლო გეგმებზე, მისი პასუხები არ მოეწონათ, ჯერ ხელის კვრა დაუწყეს, მერე რაღაც მძიმე საგანი ჩაარტყეს თავში, ამბობს რომ ამის მერე აღარაფერი ახსოვს", - ამბობს გოგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა