თეგებით ძიება
03. 05. 2022 მსოფლიო

მოსკოვში პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოვთქვი, პასუხი ჯერ არ მიმიღია - რომის პაპი

რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სურვილი გამოთვა, თუმცა, პასუხი არ მიუღია.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, დაახლოებით, სამი კვირის შემდეგ მან ვატიკანის უმაღლეს დიპლომატს სთხოვა, პუტინისთვის მესიჯი გაეგზავნა.

"გზავნილი იყო, რომ მოსკოვში წასვლის სურვილი მქონდა. რა თქმა უნდა, საჭირო იყო, რომ კრემლის ლიდერს გაეცა ნებართვა. პასუხი ჯერ არ მიგვიღია და ახლაც დაჟინებით ვითხოვთ", - ამბობს პაპი ფრანცისკე.

მისივე თქმით, პუტინს არ სურს ამ შეხვედრის გამართვა.

პაპმა ფრანცისკემ იტალიურ გაზეთ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში, ასევე თქვა რომ რუსეთის მართლმადიდებელიი ეკლესიის პატრიარქი კირილი, რომელმაც ომს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა - "ვერ გახდება პუტინის საკურთხევლის ბიჭი".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა