თეგებით ძიება
03. 05. 2022 მსოფლიო

"ჩვენ არ გვჭირდება ეს ომი...უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით გვემუქრებოდნენ..." - ტყვე რუსი ჯარისკაცების აღიარება

ტყვე რუსი ჯარისკაცების ინფორმაციით, ისინი უკრაინაში მოტყუებით შეიყვანეს - მათ ეგონათ, სწავლებაზე მიდიოდნენ, უკან დახევის შემთხვევაში კი, დახვრეტით ემუქრებოდნენ.

"ჩვენ უკრაინაში მოტყუებით შემოგვიყვანეს. გვითხრეს, რომ უკან დახევა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დახვრეტით გვემუქრებოდნენ. ვცდილობდით უკან დაბრუნებას, სახლში დაბრუნება გვინდიდა, რადგან ჩვენ არ გვჭირდება ეს ომი", - აცხადებენ ტყვე რუსი ჯარისკაცები.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლში რუსილ ინტერვენციას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ეძახიან. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა