თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ესტუმრა. ინფორმაციას მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები.

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!", - წერს ღარიბაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა