თეგებით ძიება

"არასოდეს უთხრათ ასეთი რამ არავის. არასოდეს! იმიტომ, რომ თქვენს პატარებზე ასე არ ფიქრობთ!" - ანიტა ფაცაციას ბებიის ემოციური მიმართვა

ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

"ახლა ერთი პოსტი შემხვდა, პატარა ანგელოზი გაფრენილა, ანიტასავით კიკინებიანი.
ვიღაც უწერდა კომენტარში, უფალმა წაიყვანაო, იქ უკეთესად იქნებაო.
მახსოვს, ანიტა ჯერ ჩამოსვენებული არ იყო ინდოეთიდან, ზუსტად ეს სიტყვები მითხრა ერთმა ახლობელმა. თმენის უნარი სად მქონდა და ვკითხე, იქ უკეთესად თუ არიან, დედები რატომ არ ლოცულობენ, შვილები რომ წაართვას სიკვდილმა მეთქი?
დუმილი ჩამოწვა.
ახლა შენ ვერ გამიგებო. გაგიგებ, შენ თუ შენი შვილისთვის ამაზე ილოცებ მეთქი.
ეწყინა. ვიცი, რომ ეწყინა.
მე კი ჭრილობაზე ჭრილობა დამემატა.
არასოდეს უთხრათ ასეთი რამ არავის.
არასოდეს!
იმიტომ, რომ თქვენს პატარებზე ასე არ ფიქრობთ!", - წერს თამუნა გლურჯიძე.

2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ის დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა.

დილატაციური კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა, რომელიც ძირითადად გულის მთავარ საკანში ყალიბდება (მარცხენა პარკუჭი). მარცხენა პარკუჭი იწელება და თხელდება, შედეგად მას არ შეუძლია გადატყორცნოს იგივე რაოდენობის სისხლი, რაც ჯანმრთელ გულს შეუძლია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა