თეგებით ძიება

ძალიან მიყვარს მიშა, ცოტა ხანი გაუძლოს და ყველაფერი კარგად იქნება - ბუბა კიკაბიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე დღეს პარლამენტში პირველად მივიდა.


„უნდა გაუშვან, მე გუშინაც ვთქვი, დროზე, თორემ მერე გვიან იქნება და ეგ არ დამთავრდება კარგად. ხალხი ითხოვს, რომ გაუშვან და ესენი თავს იკლავენ, რომ არა. ერთ კაცზეა დამოკიდებული, იტყვის გაუშვით, გაუშვებენ, არ იტყვის, არ გაუშვებენ. მაგის შვილიშვილებს დარჩებათ ისტორიაში, ცუდი ამბავი რომ მოხდეს, მაგაზე უნდა იფიქროს მაგან, თორემ ჩვენ ყველანი წავალთ, მეც, ბიძინაც და ყველა, მაგრამ კუდი არ უნდა დაგრჩეს ჭუჭყიანი, იმიტომ, რომ შენ მონაგარს მოეკითხება. ძალიან მიყვარს მიშა, ცოტა ხანი გაუძლოს და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა კიკაბიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა