თეგებით ძიება

"თუ გინდა, რომ თავს არ დაგესხან პუტინი რა მაგარი კაცია მაგას ვენაცვალე კი არ უნდა იძახო, ქვეყანა უნდა მოამზადო ომისთვის“ - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "პალიტრანიუსის“ აცხადებს, რომ ქვეყანა ომისთვის უნდა მოამზადონ.

"რეალურად დღეს უნდა ვლაპარაკობდეთ სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები რამდენად მზადყოფნაშია ქვეყანაში. მეტრო მხოლოდ თბილისშია, დანარჩენ საქართველოში მეტრო არა არის. ერთადერთი მოქმედი თავშესაფარი არის მეტრო. დანარჩენი თავშესაფრები სად არის? საჰაერო განგაშის შემთხვევაში გვაქვს სირენები? მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა აქვს მოსახლეობას? აი ახალა ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ.

იარაღის ფლობა უნდა ვისწავლოთ, მისი შენახვის უფლება უნდა გვქონოდეს, რადგან საფრთხის შემთხვევაში გვიანია იდაყვზე კბენა. ტერიტორიული თავდაცვა უნდა იყოს ჩამოყალიბებული. კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, რომ არ ესხმიან თავს იმ ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად. ვის მოუვა ჭკუაში რომ აშშ-ს, შვეიცარიას და ფინეთს თავს დაესხას? ფინეთი ჩვენ ხელა ქვეყანა არის, სავალდებულო სამსახურიც აქვს, ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეობრივი ქვედანაყოფიც და ყველაზე მაგარი სნაიპერებიც ჰყავთ. ქვეყანა არის არანორმალურად მზად თავდაცვისთვის, ამიტომ რუსეთის კი, რომელიც თავს ყველას ესხმის, ვერ გაბედავს რომ თავს დაესხას. თუ გინდა, რომ თავს არ დაგესხან, პუტინი რა მაგარი კაცია მაგას ვენაცვალე კი არ უნდა იძახო და მარგარიტა სიმონიანს კია არ უნდა მოაწონო თავი, ქვეყანა უნდა მოამზადო ომისთვის და როცა მზად ხარ შეგიძლია მშვიდად იყო“, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა