თეგებით ძიება

"როცა ჩვენ ექიმი გვჭირდებოდა ციხეში, ექიმის ნაცვლად, აბანოში გავყავდით, ტანსაცმელს გხვდიდნენ და სიკვდილამდე გვცემდნენ, არაფრის გამო" - რას წერს ყოფილი პატიმარი?

ყოფილი პატიმარი, მიშო დადიანი წლების წინ ციხეში არსებულ მძიმე, არაადამიანურ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"უკვე ძალიან ნერვებს იქით ვარ. როცა ჩვენ (19 წლის ვიყავი) ექიმი გვჭირდებოდა ციხეში, (თვალწინ მიდგას ასთმიანი დექსამეტაზონს როგორ ვითხოვდი) ექიმის ნაცვლად, აბანოში გავყავდით, ტანსაცმელს გხვდიდნენ და სიკვდილამდე გვცემდნენ, არაფრის გამო. მაღალი თანამდებობის პირები, პირადად შემოდიოდნენ მეგობრებთან ერთად და ჩვენი წამებით ერთობოდნენ. და ეს არასდროს დამავიწყდება და სენტიმენტები უნდა გამიჩნდეს ვიღაც ვიღაცეების გულის წასვლებზე? ძალიან ვწუხვარ, რომ ისეთ ციხეში არ ზის, როგორშიც ჩვენ გვამყოფა. ეს რა ციხეა, ფბზე სტატუსებს წერს ტიპი ციხიდან. როცა მკვდარი ბიჭები ისე გაჰქონდათ, გვამებს ოჯახს არ აძლევდნენ და ამას ვხედავდი 19 წლის ასაკში. უკვე ყელშია ეს მარაზმი. ხმა ამოიღეთ და დამიდასტურეთ ვინც იყავით იმ დროს გლდანის ციხეში", - წერს მიშო დადიანი.

"როცა ჩვენ ექიმი გვჭირდებოდა ციხეში, ექიმის ნაცვლად, აბანოში გავყავდით, ტანსაცმელს გხვდიდნენ და სიკვდილამდე გვცემდნენ, არაფრის გამო" - რას წერს ყოფილი პატიმარი?



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა