თეგებით ძიება

"ღარიბაშვილს გაუკეთებენ ბროწეულის ოყნას და ისე ჩამოვა, კობახიძე ბებიაჩემის ყანაში დადგმულ მაფრთხობელას რომ ჰგავს!” - ანზორ მელიას მიმართვა "ოცნების” ლიდერებს

ექიმი, ანზორ მელია კანცელარიის წინ გამართული აქციიდან "ქართული ოცნების" ლიდერებს მიმართავს.

"კობახიძეს ნუთუ არ რცხვენია! როგორ უყურებს თავის შვილებს თვალებში! რამდენიმე წლის შემდეგ ის ბავშვები როგორ გამოვლენ ქუებში და როგორ შეხედავენ ხალხს, ასეთი საზიზღარი მამა რომ ჰყავთ. ვინ არის კობახიძე! კაცს, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, ასე როგორ უნდა ელაპარაკო. ვინ არის ეგ კობახიძე! მაგან თავის ვარცხნილობას შეხედოს. ჩაიხედოს ხშირად სარკეში. ეს მაფრთხობელა! ბებიაჩემი ყანაში აყენებდა ხოლმე ეგეთ მაფრთხობელას, ჩიტებს რომ არ შეეჭამათ სიმინდი. ეგ კაცი ჰგავს მაგ მაფრთხობელას!..

ხუნდაძევ, ექიმი მაინც არ იყო! კაცმა გთხოვათ, მოდით და დამხედეთ, სხვა არაფერი მინდა თქვენგანო და რეებს ლაპარაკობთ, რა ოჯახებში გაიზარდეთ! ჩვენს სარდაფში, ქალაქის კლინიკურ პირველ საავადმყოფოში რომ ჰქონდა საავადმყოფო გახსნილი და დღეში 50 სასწრაფო მოდიოდა და აწვედნენ ავადმყოფებს. სასწრაფოს მთავარ ექიმად ძმაკაცი რომ ჰყავდა და მის კლინიკაში მიჰყავდათ ავადმყოფები. ახალგახსნილ კლინიკას თვეში 5 თუ 6 მილიონი ჰქონდა შემოსავალი, ფულს ხომ კარგად იჯიბავდი! რა ექიმი ხარ, არავითარი ექიმი არ ხარ! მეზიზღები! არ შეიძლება ავადმყოფ ადამიანს ასე მოექცე! ყველაზე მეტად ხუნდაძე მეზიზღება! ექიმის გარდა ყველაფერია!

ძალიან ვნერვიულობ. ღამეები არ მძინავს. რომ შემეძლოს, ჩემს სიცოცხლეს მივცემდი. ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, დიდი ავტორიტეტი და ამის დავიწყება როგორ შეიძლება!..

პოლონეთში წასულ ღარიბაშვილს გაუკეთებენ ბროწეულის ოყნას და ისე ჩამოვა იგი აქ. უკვე შეცვალა რიტორიკა. ეტყვიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, – განაცხადა ანზორ მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა