თეგებით ძიება

მოკავშირეებს ვუთხარი, სანქციების ავლის მცდელობის ფაქტიც რომ იყოს, არ გავჩუმდები - გრიგოლ ვაშაძე

დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

"არ მაქვს პატივი, ვიცნობდე უკრაინის დაზვერვას და არც მის კომპეტენციაში მეპარება ეჭვი, მაგრამ, როდესაც ვკითხულობ ფორმულირებას "საქართველოსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაძლო არხის გახსნაზე სანქციების გვერდზე ავლის მიზნით", დიპლომატიაში ვარ დიდი ხანი და ვიცი, განცხადება როგორ და რისთვის არის შედგენილი. უკრაინის დაზვერვას არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენი მოკავშირეებისთვის მე ნათქვამი მაქვს და დაპირებაც მაქვს მიღებული, სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტიც რომ იყოს, რომ გავიგებ იმ წუთას და პირველი ვიტყვი შენთან ეთერში ამას და არ გავჩუმდები. ჩემს პირდაპირ შეკითხვაზე და ნებართვა მაქვს ამაზე აღებული რომ ვთქვა – "აქამდე იყო, რაც თქვენს შეშფოთებას, აღშფოთებას, შეწუხებას, ეჭვს იწვევს?" პასუხი იყო ასეთი – "ჯერჯერობით არა", - განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა