თეგებით ძიება

სკანდალი - მოპოვებულია პატრიარქის მოსაყდრისა და ლევან ვასაძის ფარული ჩანაწერები

რა გავლენა აქვს რუსეთის მადიდებელ ლევან ვასაძეს პატრიარქის მოსაყდრე შიოზე? - მოპოვებულია, ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავრის და რუსეთის მეგობარი პოლიტიკოსის ფარლი ჩანაწერები.

ჩანაწერებით დგინდება, რომ ლევან ვასაძე მოსაყდრე შიოს ივანიშვილთან შეხვედრებზე უყვებოდა.

სუს-ის ფაილებში აღმოჩენილი საუბრები იმდენად სკანდალურია, "შაბათის ეთერის" მიზანი იყო პასუხები უშუალოდ ლევან ვასაძისგან მიეღო, თუმცა ის გაიქცა.

ფაილებით დგინდება, რომ მოსაყდრე, შიო რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ლევან ვასაძესთან საქმიან ურთიერთობას აქამდე ინარჩუნებს. რამდენიმე ოპერატიული ცნობა, ადასტურებს, რომ ლევან ვასაძე მოსაყდრე შიოს მის პოლიტიკურ გეგმებთან და ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკების შესახებ ანგარიშს აბარებს.

"მიტროპოლიტი შიო მუჯირი ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან საუბრისას დაინტერესდა, ხომ არ მოჰყოლია განვითარება "მათთვის საინტერესო თემას". ლ. ვასაძის თქმით, საკითხს გაგრძელება არ მოჰყოლია. იგი აქვს აღნიშნავს, რომ კონტაქტი ჰქონდა, ე.წ. "კომუნიკატორთან" (გულისხმობს გ ხაინდრავას". თუმცა მისი ცბიერი პიროვნებიდან გამომდინარე, უნდობლობით არის მის მიმართ განწყობილი" - წერია ოპერატიულ ცნობაში.

რა არის მეუფე შიოსთვის საინტერესო თემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ლევან ვასაძეს უნდა განეხილა?! სუს-ის ოპერატიული ცნობებიდან რჩება განცდა, რომ ეს პოლიტიკურ ასპარეზზე ვასაძის გააქტიურება და ღიად პრორუსული ადამიანის ქართულ პოლიტიკაში ჩართვა. პატრიარქის მოსაყდრე შიოს ინტერესში შედის. მეუფე შიოსთვის ჩვენ კითხვების დასმა მისი და ლევან ვასაძის საერთო გეგმებზე ივანიშვილან შუამავლების საშუალებით გამართულ მოლაპარაკებზე სამებაში ვცადეთ, თუმცა მაღალმა იერარქმა კითხვაზე პასუხი არ გასცა.

სუს-ის ოპერატიული ფაილებიდან დგინდება, რომ ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას შუამავლის საშუალებით ცდილობდა და ეს შუამავალი კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იყო, თუმცა ხაინდრავამ ვასაძე გადააგდო. სუს-ის ფაილების თანახმად პრორუსი პოლიტიკოსი მეუფე შიოსთან საუბრის დროს ამბობდა, ხაინდრავას ინტერესია "ის ივანიშვილს არ შეხვდეს"

"ლ. ვასაძის არით, უმჯობესია, გ. ხაინდრავასთან შემდგარი კომუნიკაციის შესახებ საკუთარი კავშირებით აცნობოს ბ.ივანიშვილს და დააფიქსიროს რეჟისორის მიმართ გაჩენილი უნდობლობა. ამასთან გაარკვევს ნამდვილად ბ.ივანიშვილის მითითებით მოქმედებს თუ არა გ. ხაინდრავა. ლ. ვასაძე ეჭვობს, რომ რეჟისორი შესაძლოა, პირადი ინტერესებისთვის იყენებდეს ყოველივე ზემოხსენებულს"- წერია სუს-ის ფაილებში.

ლევან ვასაძის და პატრიაირქის მოსაყდრე ფარული მოსმენების შედეგად ირკვევა, რომ მეუფე შიოს ინტერესია ივანიშვილის და ვასაძის შეხვედრა, ამიტომ 20 აგვისტოს პატრიარქის მოსაყდრე შიო ლევან ვასაძეს ურეკავს და სთხოვს ჩააყენოს საქმის კურსში - რა ეტაპზეა მოლაპარაკებები

ვასაძე რუსეთი და საქართვბელოს პატრიარიქის მოსაყდრე შიო!!

რა გეგმებს ალაგებდა პატრიარქის მოსაყდრე რუსეთის მადიდებელ ვასაძესთან ერთად და რა თემაზე სურდა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან - მეუფე შიოსგან კითხვაზე პასუხი "შაბათის ეთერმა" არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მიიღო.

საიდუმლო ფაილებით დგინდება, რომ ვასაძისთვის რომელიც საქართველოში მკვეთრად პრორუსულ ინტერესებს ატარებს, ერთ ერთ საყრდენი საქართველოს საპატრიარქოში გავლენებია. მასთან პირდაპირ კავშირზე კი მჭიდრო საქმიანი ურთიერთობებით პატრიარქის მოსაყდრე შიოა.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა