თეგებით ძიება

"არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მისამართით, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას" - ნინო წილოსანი რუსეთზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრობს.

გადაცემა „დროების“ მიერ დასმულ შეკითხვაზე, ახსენდება თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, „ოცნების“ წევრებს პუტინის მისამართით გამოეყენებინოთ შეურაცხმყოფელი ეპითეტები: „ვიგინდარა, სამარცხვინო“ და ა.შ., ნინო წილოსანი პასუხობს:

"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მისამართით, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას - ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა", - განაცხადა წილოსანმა "დროებასთან".

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისადა სამაჩაბლოს ოკუპაცია 2008 წლის ომის შემდეგ მოახდინა. კრემლმა ეს რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და თავისი ჯარი ჩააყენა. რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და განაგრძობს ე.წ. ბორდერიზაციას.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლში რუსილ ინტერვენციას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ეძახიან. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა