თეგებით ძიება

"საერთო მოვალეობაა, თავიდან ავიცილოთ ნაციზმის აღორძინება" - პუტინმა ქართველებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს, მათ შორის "ქართველ და უკრაინელ ხალხს", ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. რესპუბლიკებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დღეს საერთო მოვალეობაა, თავიდან ავიცილოთ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც დიდი ტანჯვა მოუტანა სხვადასხვა ქვეყნის ხალხს. აუცილებელია შევინარჩუნოთ და გადავცეთ შთამომავლობას ომის წლების მოვლენების შესახებ სიმართლე, საერთო სულიერი ფასეულობები და ძმური მეგობრობის ტრადიციები“, - ნათქვამია წერილებში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია 2008 წლის ომის შემდეგ მოახდინა. კრემლმა ეს რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და თავისი ჯარი ჩააყენა. რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და განაგრძობს ე.წ. ბორდერიზაციას.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლში რუსილ ინტერვენციას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ეძახიან. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა