თეგებით ძიება

მათ არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი - ვისზე საუბრობს ირაკლი კობახიძე​?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ბანკთან ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.

"თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი, რაც შეეხება, ერთი თვის განმავლობაში, გადარიცხვის შეფერხებას, როდესაც ასეთ გადარიცხვას, სტანდარტულს, სჭირდება რამდენიმე საათი, როდესაც ასეთი რამ ხდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე. ამაზეა საუბარი, ხომ არ არის ეს შანტაჟი? მით უმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული. თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, რომ მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილ თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი," - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა