თეგებით ძიება

"მიხეილ სააკაშვილმა "ვივამედში“ გადაყვანაზე დღეისთვის უარი განაცხადა" - კობა ნაყოფია

მიხეილ სააკაშვილმა "ვივა მედში" დღეს გადაყვანაზე რატი ბრეგაძის უწყებას უარი უთხრა - ექპრეზიდენტის პოზიაცია, სააკაშვილის თანაგუნდელმა, კობა ნაყოფიამ გახმოვანა.

მისი თქმით, ბრეგაძის უწყების შეთავაზებაზე სააკაშვილი უარს არ ამბობს, თუმცა უწყების მოთხოვნა იყო პატიმარი კლინიკაში დღესვე გადაეყვანათ, რასაც მესამე პრეზიდენტი არ დათანხმდა.

"მას უკვე აცნობეს, რომ ის იქნებოდა გადაუვანილი, იქ არ არის საუბარი მის მკურნალობაზე, საუბარია მხოლდო გამოკვლევასთან დაკავშირებით, ანუ მას შესთავაზეს, რომ "ვივა მედში" გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან გადაიყვანდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, თან შესთავაზეს, რომ მომხდარიყო ეს დღეს, მან უთხრა რომ ვერ წავიდოდა, რადგან უიშვიათესი დღე არის როცა ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, ელოდა რომ მნიშვნელოვანი დღე იყო და მოუწია ამ შემოთავაზებაზე უარის თქვა. ხაზი მინდა გავუსვა, ეს არსი მხოლოდ გამოკვლევებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ის ყველა შეთავაზებას განიხილავს და ამ შეთავაზებაზეც მან თანხმობა მისცა, მაგრამ ვერ წავდიოდა დღეს ოჯახს ელოდებოდა, აუცილებლად გადავა კვლევების ჩასატარებლად ", - ამბობს კობა ნაყოფია.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა