თეგებით ძიება

"არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საქართველოს პირობებში მოხდება" - ოთარ თოიძე

ნევროლოგი, ოთარ თოიძე "მთავართან“ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

"ეს არის დროებითი ღონისძიება, ვინაიდან მისი ძირითადი მოთხოვნა უცხოეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ძალაშია. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პირობებში მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია ან რომელიმე დაავადების დაძლევა.

ახლა არის პალეატიური ღონისძიება, რომ დასტაბილურდეს მისი ჰომეოსტაზი ანუ ნორმაში მოვიყვანოთ მისი სასიცოცხლო ფუნქციები. იგი იღებს პრეპარატებს, რომელიც ამ ეტაპზე მისთვის აღარ არის საჭირო. მას სჭირდება პრეპარატები, რომელიც მისთვის დანიშნული არ არის“, - აცხადებს „მთავართან“ საუბარში ოთარ თოიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა