თეგებით ძიება

"ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს" - კობახიძე ენმ-ს ინიციატივაზე

"ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომლის თანახმადაც დეპუტატები სააკაშვილს თავდებში უდგებიან და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ ეხმაურება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

"ნაცმოძრაობა“ პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, ნუ სასაცილოა, რბილად რომ ვთქვათ. მათი ბელადია სააკაშვილი, ეს ღიმილის მომგვრელია. გავიმეორებ, ეს არის სისტემა, რომელიც შეიცვალა რადიკალურად 2012 წლის შემდეგ. თქვენ იცით, რომ წლის განმავლობაში 150 პატიმარი კვდებოდა ციხეში. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 12-ჯერ. ყველა პატიმარი არის უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით. თქვენ რომ გადახედოთ სასჯელაღსრულების სისტემას, ალბათ, ნახავთ ასეულობით პატიმარს, რომელთაც აქვთ იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობა, უფრო რთულიც ვიდრე სააკაშვილს, მაგრამ იგივე ომბუდსმენი ერთადერთი პატიმრითაა დაინტერესებული“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა