თეგებით ძიება

კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება, აქცენტი უნდა იყოს ამაზე. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, სადაც მას შეუძლია მიიღოს სამედიცინო დახმარება, მისი მდგომარეობის შეფასება, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი არის კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიერ მიუკერძოებელი შეფასება, რომლის მიმართ ნდობა ყველას შეეძლება. ფუნდამენტურად ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბატონმა სააკაშვილმა ან ნებისმიერმა, მის მდგომარეობაში მყოფმა მიიღოს ის ზრუნვა, რაც მას სჭირდება. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დეგნანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა