თეგებით ძიება

"ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, "ტვ პირველის“ ეთერში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს მის გათავისუფლებას.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ცოტა უფრო ისე უნდა იქცეოდეს. მით უმეტეს ის აცხადებდა, რომ ჩამოვიდა თავის შესაწირად. ახლა, ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია. მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ უნდა გაახაროს მტერი, უნდა ჭამოს და მიიღოს ის ნივთიერებები და წამლები, რასაც აძლევენ. ვიმეორებ, მხარს ვუჭერთ მის გათავისუფლებას, ის არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გადაიყვანონ, თუ ეს სურვილი აქვს, უცხოეთში სამკურნალოდ, მაგრამ პრობლემას უნდა შევხედოთ არა ერთი კუთხით, მარტო შუქით, ან მარტო ჩრდილით, არამედ გლობალურად და საკუთარ შეცდომებსაც უნდა შევხედოთ. ქვეყანას ამ პოლიტიკოსებმა უამრავი ჭრილობა, იარა, ვნება მიაყენეს. მერე ჩვენი ამ მოქმედებით ნუ დავაყრით ამ იარებს მარილს და კიდევ ნუ გავამწვავებთ. ქვეყანაზე ვიფიქროთ და არა იმაზე, სად ვიმკურნალოთ, რა ვჭამოთ, როგორი სისხლის ანალიზი გვაქვს, ხელისუფლებაში როგორ მოვიდეთ, არჩევნები როგორ გავაყალბოთ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა