თეგებით ძიება

კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, მისი გამოკვლევა მოხდება - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" გადაყვანით კმაყოფილია.

"გუშინ ღამე, მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს და ასე გავატარეთ ღამე. ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან "ტიპად" იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა. ასეთ მძიმე რეალობაში ვართ სამწუხაროდ. ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი "ვივამედში". კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, რომ მოხდება მისი გამოკვლევა, ვნახოთ... დანარჩენი არაფერი ვიცი, როგორ იქნება ჩვენი შეშვება-არშეშვება. ალბათ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას და ჩვენს გაგვაგებინებენ", - განაცხადა ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა