თეგებით ძიება

"რექტორს მხოლოდ ღია სივრცეში, მედიების თანდასწრებით შევხვდებით" - სტუდენტები ჯაბა სამუშიას შეთავაზებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ჯაბა სამუშიას შეთავაზებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან. 

სტუდენტები ამბობენ, რომ ჯაბა სამუშიას იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ შეხვედრა იქნება საჯარო, მასზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ კრიტიკულ მედიებს და რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეეძლება.

ვეხმაურებით ჯაბა სამუშიას შემოთავაზებას თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრის თაობაზე.

ჯაბა სამუშიას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება: სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის კარის ჩაკეტვაზე; ისტორიულ კორპუსში საპოლიციო ძალების განლაგებასა და მათთვის კომფორტის შექმნაზე; უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებზე ძალადობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ მისი პასუხისმგებლობა დადგეს არა მხოლოდ აკადემიური საბჭოს, არამედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშეც. უნივერსიტეტის რექტორმა პირველ რიგში უნივერსიტეტის სტუდენტების კითხვებს უნდა უპასუხოს.

რექტორთან შეხვედრას ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს აზრი, თუ ის საჯარო სივრცეში, კრიტიკული მედიების თანდასწრებით  გაიმართება და რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეეძლება." - ნათქვამია განცხადებაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა