თეგებით ძიება

საქართველოში სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ "ვივამედში" ექსპრეზიდენტის გადაყვანა არის მხოლოდ პირველი ეტაპი, რომელმაც უნდა აღადგინოს სააკაშვილის ჯანმრთელობა, შემდეგ ნაბიჯი კი მათი აზრით საზღვარგარეთ გადაყვანა იქნება.

"ეს არის პირველი ეტაპი, რომელმაც ელემენტარულად უნდა აღადგინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა შემდეგ იგი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ ექიმები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ უნდა ხელისუფლებას,"-აცხადებს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა