თეგებით ძიება

"კანონმდებლობა არ იძლევა პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას" - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის პრეცედენტი.

"არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და, ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად… ჩვენ ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა