თეგებით ძიება

სად საზღვარგარეთ უნდა წავიდეს, იმ ადამიანებს არ ეკითხებით, ვის ბედზეც, როგორც ბულდოზერმა გადაიარა? - გოგა ხაინდრავა სააკაშვილზე

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა:

„სამი პრეზიდენტი ზის ციხეში სამხრეთ კორეაში, და ამ ქვეყანას არადემოკრატიულობას ვერავინ დასწამებს. ეს მაგათ არ ესმით, რომ ნებისმიერი ასეთი მოქმედება არის ქვეყნის და საზოგადოების შეურაცხყოფა და არა პოლიტიკური პარტიის. „ნაცმოძრაობა“ არის დამნაშავე საზოგადოების წინაშე. დღეს სააკაშვილისთვის გააფთრებული ძალაა იმიტომ მიდის, რომ თუ სააკაშვილი გამტყუნდა, ეს ნიშნავს, რომ ყველა ისინიც დამნაშავეები არიან და ისინი დამნაშავეები არიან. ისინი თავიანთი თავისთვის იბრძვიან, თავიანთ თავს იცავენ და სულ არ ადარდებთ სააკაშვილი. ბარამიძე, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, ბოკერია დამნაშავეა და დანარჩენებიც, ახლა რომ შეაფარეს თავი „ლელოს“. ამიტომ იბრძვიან გააფთრებით. გვარამია პროკურორის მოადგილე იყო და ფილმი რომ იყო „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, ჩემ ბრალმდებლად იყო გამოსული. 7 საქმეზე დამდეს ბრალი და ვერცერთი დაამტკიცეს. რა თქმა უნდა გვარამია თავს მოიკლავს, იმიტომ რომ იცის, რომ თუ სააკაშვილი დამნაშავეა, ყველა ესენი დამნაშავეები არიან, თორემ ვის ადარდებს სააკაშვილი“, - განაცხადა ხაინდრავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა