თეგებით ძიება

საავადმყოფოში სააკაშვილის გადმოყვანა მოჩვენებითია, ეს ბრიუსელისთვის გაკეთდა - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მოჩვენებითს უწოდებს და მას სამ დღეში პრემიერის ბრიუსელში ვიზიტით ხსნის.

როგორც ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და ძალიან სუსტადაა.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის იგივე, ვერ ჭამს და შესაბამისად, არ ჭამს. არის ძალიან სუსტად, არაფერი შეცვლილა. აქ მოსვლამდე ვიყავი პოლონეთის საელჩოში და რაღაც მარტივი სცენარი დაიხატა ჩემთვის: კი გადმოიყვანეს ამ კლინიკაში, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არის დროებითი ღონისძიება. სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ საავადმყოფოში მისი გადმოყვანა მოჩვენებითია, ეს ბრიუსელისთვის გაკეთდა. ვფიქრობ, რომ ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში უკან დაბრუნებას, სადაც უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე კლინიკაში, ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა